ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძმები დააკავეს [video]

2019-04-03 12:14:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძმები: 1969 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. [ვიდეო/video]

"გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან არაერთხელ განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა . პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას 30 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "სირეცი" ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები",- აცხადებენ შსს-ში

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.