გარდაბანში 2 საბავშვო ბაღი გაიხსნა

2019-04-01 15:52:28

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2 ახალი საბავშვო ბაღი ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ქესალოსა და ნაზარლოში სააღმზრდელო დაწესებულებები ამ დრომე არ ფუნქციონირებდა.

სოფელ ქესალოში ახლადგახსნილ ორჯგუფიან ბაღში, 11 ადგილობრივია დასაქმებული და მასში 60 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. სოფელ ნაზარლოში, კი საბავშვო ბაღი 70 აღსაზრდელზეა გათვლილი და დასაქმებულია ასევე 11 ადგილობრივი პედაგოგ-აღმზრდელი.

ბაღების მოწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 187 ლარით დაფინანსდა.

ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ნაზარლოს საბავშო ბაღის ეზოში ნაძვის ხის ნერგი დარგეს.

სააღმზრდელო დაწესებულებები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა, მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა გახსნეს.