26 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2019-03-31 20:04:50

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა გარდაცვლილი ნახეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიაცხადებენ რომ - "მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნია მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი."

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.