სასტუმრო "რეზიდენსი" იწვის

2019-03-31 13:06:31

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური:

ბაკურიანი - ხანძარი სასტუმრო "რეზიდენსში".

იწვის შენობის სასხვენო გადახურვა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 100 კვ. მ. ფართობი.

ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობს 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.