შსს-მ 2 პირი დააკავა

2019-03-31 11:07:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1998 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში სანიაღვრე ჭების თავსახურებს იპარავდნენ. პოლიციამ ორივე პირი ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთი ქურდობის ჩადენის დროს დააკავა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნაქურდალი თავსახურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.