რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, კონკრეტულად კი თოდრიას წრიდან დიდუბისკენ მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლებმა სამუშაო განაახლეს.
კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ - "მიკროავტობუსის მძღოლებმა მუშაობა დიდუბის მიმართულებით განაახლეს, შეთანხმება შედგა მძღოლებსა და კომპანიის წარმომდგენლებს შორის, დღეს 21 მიკროავტობუსი მოემსაურება მგზავრებს".
მძღოლებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "გვითხრეს თუ არ განაახლებთ სამუშაოს მაშინ წადით, გაგვიჭირდება ყოველდღიურად 70 ლარის გადახდა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს".
შეგახსენებთ რომ მძღოლებმა კომპანიასთან უთანხმოების მიზნით მგზავრების გადაყვანაზე გუშინ უარი განაცხადეს.