"გვითხრეს გააჩერეთ ყველა მანქანა" [video]

2019-03-29 10:27:26

კომპანია "ინტერტრანსი"-ს მძღოლები, რომლებიც მგზავრებს რუსთავიდან, კონკრეტულად კი თოდრიის წრიდან ემსახურებიან, მგზავრები თბილისის მიმართულებით ვეღარ გადაჰყავთ. [ვიდეო/video]

მძღოლები "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებენ რომ მათ ყოველდღიური შენატანი 10 ლარით გაუზარდეს, რის გადახდასაც ვერ შეძლებენ. მძღოლებს კი რომლებიც ყოველდღიური გადასახადის გადახდას ვერ მოახერხებენ მიკროავტობუსები ჩამოართვეს.

კომოპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ მძღოლებს ყოველდღიური გადასახადი არ გაზრდიათ, სეზონური გადასახადის გამო ზამთრის პერიოდში მათ გადასახადი 10 ლარით შეუმცირდათ, ხოლო გაზაფხულზე კი გადასახადი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ასევე კომპანიაში განაცხადეს რომ მძღოლების მოთხოვნაა რომ ჯერ მგზავრობის ტარიფი გაიზარდოს და შემდეგ გადაიხდიან ყოველდღიურ გადასახადს.

თოდრია-დიდუბის მარშრუტის მძღოლები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ ყოველ დღე 70 ლარის გადახდას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება მგზავრობის ტარიფის გაზრდას, მძღოლების თქმით ტარიფის გაზრდას კომპანია ითხოვს და არა მძღოლები. მათივე თქმით დიდუბის მარშრუტი არის პირველი ლოტი და სწორედ ამიტომ დაიწყეს ამ მარშუტიდან ყოველდღიური შენატანის გაზრდა, იგივე პრობლემის წინაშე სხვა ლოტის მძღოლებიც დადგებიან.

კომპანიასა და მძღოლებს შორის არსებული უთანხმოების გამო დღეს დილითან მგზავრები აღნიშნული მარშრუტით ვერ სარგებლობენ.