31 მარტს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-03-29 17:03:03

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულში წერეთლის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, იაღლუჯას დასახლებაში.

1 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 11:30-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, მამიშლო, საფარლო, გუგუთი, ლოქჭანდარი და მიმდებარე სოფლებში.

1 აპრილს 12:00-დან 14:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ტალავერი, პატარა დარბაზი, ხოლო 14:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებს ტალავერი, კუდრო, ხატისოფელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.