ქარელში 2 წლამდე ბავშვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

2019-03-29 13:12:53

ქარელის რაიონის, სოფელ ბრეთში 2 წლამდე ბავშვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.