2019-03-28 16:38:57
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ადგილზე 2 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის შედეგად დამწვარია 70 კვადრატული მეტრის ფართი. საწყობში მეორადი ნივთები იყო განთავსებული.