ახალგაზრდა გოგომ დედა დაჭრა

2019-03-28 11:54:59

ოჯახური კონფლიქტი თელავში. არსებული ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, ახალგაზრდა გოგომ დედა დაჭრა.

დედას დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შუახნის ქალი თელავის მუნიციპალიტეტის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით ბრალდებული გოგო პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.