მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა, კობაურის ოჯახის მხრიდან უკმაყოფილებას ჰქონდა ადგილი. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა კობაურის დედა.
აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4 საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.
კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც.