რუსთავში, გვიან ღამით, პოლიციამ 3 ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. [ვიდეო/video]
როგორც "ინფო რუსთავს" პოლიციელებმა პირად საუბრებში განუცხადეს, საპატრულო პოლიციამ მამაკაცები შემოწმების მიზნით გააჩერა, თუმცა დაუმორჩილებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ისინი მეორე განყოფილებაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს რომ, მამაკაცებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. ექსკლუზიური კადრები და დაკავება "ინფო რუსთავის" კამერის წინ, ნახეთ ვიდეო.
"ღამის 4 საათზე ჩემს დედამთილს დაურეკა ჩემმა ქმარმა და უთხრა, რომ მისი მეგობრები დაიჭირეს და სავარაუდოდ ჩემთანაც არიან თანამშრომლები და მეც წამიყვანენო. 4 წუთში, ჩემი დედამთილი აქვე ცხოვრობს, მოვიდა განყოფილებასთან. უკვე გადმოყვანილი ჰყავდათ ჩემი ქმარი. ჩაკლეს ცემაში, იქითკენ ოთახში ბიჭები, ხმები გამოდიოდა" - განაცხადა ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლემ.
შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულოგნობას და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გენერალური ინსპექცია საქმეზე მოკვლევას აწარმოებს.
შეგახსენებთ რომ გუშინ დაკავებული მამაკაცებიდან ერთერთი, გოდერძი მახარაშვილი 1 თვის წინ სასამართლომ 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
დაკავებულების და ადვოკატის კომენტარები ნახეთ ვიდეოში.