რუსთაველი მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

2019-03-23 14:07:18

24 წლის შოთა სამ­ხა­რა­ძე, რო­მელ­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი 14 იან­ვრის შემ­დეგ ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინფო რუსთავს გარდაცვლილი მამაკაცის ნათესავმა გა­ნუ­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შოთა სამხარაძე გუ­შინ კუ­რორტ შოვ­თან ახ­ლოს, ტყე­ში ნა­ხეს. რუსთავლი მამაკაცის ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

რუსთაველი მა­მა­კა­ცი შოვში ორი თვის წინ და­ი­კარ­გა. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა 14 იან­ვარს შე­ვი­და. ოჯახის ახლობლების თქმით, შოთა სამხარაძე თოვლის ფესტივალზე იმყოფებოდა სადაც ის კამერებმაც დააფიქსირა, ღონისძიების დატოვების შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.

შოთა სამხარაძე რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მას 4 წლის შვილი დარჩა.