24 წლის რუსთაველი მამაკაცი ონში დაიკარგა.
შოთა სამხარაძეს ამ დრომდე ეძებენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში იმ ტერიტორიებს ათვალიერებენ სადაც ის ბოლოს შენიშნეს.
არსებული ინფორმაციით შოთა სამხარაძე თოვლის ფესტივალზე იმყოფებოდა სადაც ის კამერებმა დააფიქსირა, ღონისძიების დატოვების შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.