კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით ცეცხლსასროლი იარაღიდან მას ერთერთმა ბრაკონიერმა ესროლა.
შემთხვევა მდინარე ალაზნის პირას იმ დროს მოხდა როდესაც სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე თანამშრომლებთან ერთად გეგმიურ შემოწმებაზე იმყოფებოდა.
მათ ტერიტორიაზე ბრაკონიერი შენიშნეს და მოუწოდეს რომ იარაღი დაედო თუმცა მამაკაცმა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიმართ გასროლა განახორციელა.
დაჭრილი ბესო შუბითიძე გურჯაანის კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიენა სსკ 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს.