გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ბოლნისში და სოფელ დისველში.
11:30-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს თეთრწყაროში აღმაშენებლის, სულხან საბას, ორბელიანის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში აბელიანი, აბრამეთი, ხოპისი, ქსოვრეთი და მიმდებარე სოფლებში.
11:30-დან 13:30 საათამდე - სოფლებს კვესეთი, რანჩო, ელფია, ორბეთი, პანტიანი, წვერი და მიმდებარე სოფლებს. 15:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს დაბა მანგლისში დიდგორის, დადიანის, რუსთაველის, კლდეკარის, თეთრიწყაროს რაიონი/მანგლისი/ბადალაშვილის ქ., თეთრიწყაროს ვაჟა ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.