22 მარტს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-03-21 18:40:08

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 14:05-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს მარტყოფში.

11:00-დან 19:00 საათამდე - დმანისში 9 აპრილის, გამსახურდიას, აღორძინების, გოგებაშვილის, სვეტიცხოველის, შანიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 18:30 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს კოხტა, ხარება, ჩრდილისუბანი, საბეჭისი და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 19:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.