ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

2019-03-21 13:17:04

სოფელ ჭველეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო

ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დამწვარია 130 კვ.მ ფართობი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.