ახალ სამგორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა [video]

2019-03-19 18:40:43

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში, საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. [ვიდეო/video]

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა.

ხანძრის შედეგად 6 სულიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.