საქართველოს პრეზიდენტი ქვემო ქართლში იმყოფება

2019-03-19 13:46:39

სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლში იმყოფება.

პრეზიდენტი სოფელ თამარისში სკოლის მასწავლებლებს და პედაგოგებს შეხვდა. სკოლის მოსწავლეებთან საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის რეგიონს განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ამ პოტენციალს ათვისება სჭირდება, როგორც ტურისტული და ეკონომიკური, ასევე კულტურული და ტურისტული განვითარების მიმართულებით. პრეზიდენტის განცხადებით, ისეთ მრავალეთნიკურ რეგიონში, როგორც ქვემო ქართლია, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენის სწავლების გაძლიერება და ხელშეწყობა, რათა ეთნიკურმა უმცირესობებმა სწრაფად შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია.

ამ წუთებში კი პრეზიდენტი უკვე რეგიონის მოსახლეობასთან მართავს შეხვედრას.

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად მარნეულში ადგილობრივი საწარმოების დაათვალიერებასაც გეგმავს.

მარნეულის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ბოლნისში მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და გერმანული უბნის -კატერენენფელდისა და ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი საწარმოს დათვალიერებს.

პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონულ შეხვედრებს 20 მარტს გარდაბანში დაასრულებს და ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობის სახალხო დღესასწაულს ნოვრუზ-ბაირამს მიულოცავს.