ლომბარდს თავს დაესხნენ.
თბილისში, პეკინის ქუჩაზე ერთ-ერთ ლომბარდს თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, ლომბარდიდან არაფერი არ არის წაღებული. იყო ყაჩაღობის მცდელობა, რომლის დროსაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე მობილიზებულია კრინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.