საბერძნეთში 4 ქართველი დააკავეს

2019-03-17 11:27:31

საბერძნეთის პოლიციამ ატეკას რეგიონში 4 ქართველი დააკავა.

ბერძნული მედია ერთერთ დაკავებულს, 38 წლის მამაკაცს მაიფიის ხელმძღვანელად მოიხსენიებს.

პოლიციის ცნობით დაკავებულების ბინების ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ნაქურდალი ნივთები, რომლის ჯამური ღირებულებაც 200 000 ევროს აღემატება.

დაკავებულიდან 1 ქალია ხოლო 3 მამაკაცი, მათ შორის 1 ე.წ. "კანონიერი ქურდია".

მათ ბრალი 28 დანაშაულში ედებათ, რომელიც ჩადენილია ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლით.

გამოძიება ასევე დაწყებულია ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულების მუხლით. საბერძნეთის პოლიცია აღნიშნავს რომ 38 წლის მაფიის ლიდერზე და მის ჯგუფზე თვალთვალი რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა.