ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავარდა

2019-03-16 18:48:49

ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მატარებელი ბათუმის მიმართულებით მიდიოდა, თუმცა, ის რელსებიდან გადავიდა. არსებული ინფომრაციით, შემთხვევის დროს მატარებელში მგზავრები იმყოფებოდნენ.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მატარებელი გაჩერებულია.