თბილისში, ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან 3 მამაკაცი გადმოვარდა. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 1 მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცები აღნიშნულ შენობაში, სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.