დაბა სურამში, ბაიანთხევის ტყეში 3 ჰექტარ ფართობზე, 80 ძირი მუხის ხე მოჭრეს, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, სამუშაოებს სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სამსახური ახორციელებს. როგორც ინფო რუსთავს სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ნიკოლეიშვილმა განუცხადა, მიმდინარეობს სანიტარული ჭრები. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოჭრილია 80 ძირი დაავადებული მუხის ხე.
ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ არცერთი ჯანმრთელი ხე არ მოჭრილა და ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აპრილის თვის ბოლომდე 6 500 ძირი იფანისა და მუხის ნერგი დაირგვება.
მოჭრილი მასალა კი სატყეო სამსახურის დახმარებით, რამდენიმე სოფლის სკოლაში დასაწყობდა.