რეგისტრაცია დღეს, 13 მარტს სრულდება

2019-03-13 12:42:19

კლასის ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდაზე დამატებითი რეგისტრაციის ვადა დღეს, 13 მარტს იწურება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

"ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის დამატებით ადად დადგინდეს 2019 წლის 12 მარტიდან 2019 წლის 13 მარტის ჩათვლით პერიოდი", - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რეგისტრაციის მსურველებმა უნდა მიმართონ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე.