სპეცოპერაცია ფონიჭალაში

2019-03-12 16:38:49

დილიდან ფონიჭალაში, სპეცრაზმია მობილიზებული.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ერთ-ერთ სახლში მიმდინარეობს, რომელიც სამართალდამცავებს ალყაში აქვთ მოქცეული. ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლი სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს დედა 2 შვილითან ერთად ცხოვრობს. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები მანქანის ხელოსნები არიან.