12 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-03-11 22:52:13

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება იზღუდება:

14:30-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება.

11:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, ბერთაკარი, ქვეში და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 19:30 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბურმა, სადახლო, თაზაკენდი.

13:00-დან 18:30 საათამდე - მარნეულში ჯავახიშვილის, გორკის, 26 მაისის, ლაღიძოს და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ყიზილაჯლო, ტაზაკენდი, იაღლუჯას დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.