6 სულიან ოჯახს სახლი დაეწვა

2019-03-10 18:36:50

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, 6 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი, მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად მარჩილელაშვილების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

ცეცხლი მთლიან სახლს მალევე მოედო შესაბამისად ოჯახის წევრებმა სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანაც ვერ შეძლეს. 

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე  სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.