2019-03-09 11:54:52
თბილისში, სააკაძის მოედნიდან ვახუშტის ხიდამდე მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, ავარიის შედეგად 1 გარდაიცვალა, ხოლო 3 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს."