ბანკის დაყაჩაღების საქმე

2019-03-08 23:33:34

თბილისში გლდანის N2 პოლიციის განყოფილებაში "საქართველოს ბანკის" საქმეზე, დაყაჩაღებამდე მძევლად აყვანილი ახალგაზრდების დაკითხვა დასრულდა.

შენობა მირანდა გერაძემ ზურაბ ბერიკაშვილმა უკომენტაროდ დატოვეს, მათ გარეთ მიკროავტობუსი ელოდებოდათ, რომელსაც სირბილით მიუახლოვდნენ და რამდენიმე წამში ტერიტორია დატოვეს.

ჟურნალისტებისთვის უცნობია რა სახის ინფორმაცია მიაწოდეს მათ შსს-ს.

შეგახსენებთ რომ ბანკის დაყაჩაღება დღეს დილით მოხდა, ხოლო მძარცველებმა გუშინ მძევლად 2 პირი აიყვანეს.