თბილისში, გლდანში არსებული საქართველოს ბანკის ერთერთი ფილიალი უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით შეიარაღებული პირები ბანკში შეიჭრნენ და თანხა გაიტაცეს.
ადგილზე დროულად მივიდა დაცვის პოლიციის ეკიპაჟი. მძარცველებსა და დაცვის პოლიციის თანამშრეომლებს შორის მოხდა სროლა.
თვითმხილველების თქმით სროლის დროს არავინ დაშავებულა. პირველადი ინფორმაციით თავდასხმაში 3 პირი მონაწილეობდა, მათ ბანკიდან გასვლისას ერთი ადამიანი მძევლად აიყვანეს და ტერიტორია ისე დატოვეს, შემდეგ კი მძევალი რამდენიმე მეტრის მოშორებით, პარალელურ ქუჩაზე ჩამოსვეს.
მძარცველებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.