8 მარტს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-03-07 17:44:19

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 მარტს  ელექტროენერგიის მიწოდება 15:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, ნორიო, თელეთი, მთისძირი, დიდი ლილო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.