20 წლის ბიჭმა საკუთარი ძმა მოკლა

2019-03-06 23:46:33

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა ბაკურიანში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნეს - დაკავებულია 1999 წელს დაბადებული ი.ბ.

დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაბა ბაკურიანში ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ძმას 1989 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 30 წლამდე მამაკაცი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, დაბა ბაკურიანში დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.