როგორი იქნება რუსთავის სპორტის სასახლე [video]

2018-03-01 10:17:51

როგორი იქნება რუსთავის სპორტის სასახლე - ნახეთ ექსკლუზიური ვიდეო video

პროექტში გათვალიწინებულია დარბაზის მენეჯმენტისთვის საჭირო სამუშაოთა წარმოება შეზღუდვების გარეშე, კერძოდ: შესაძლებელია ყველა მასში შემავალი სხვადასხვა ბლოკის ცალცალკე დამოუკიდებელი ფუნქციონირება. პროექტით გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები, ასევე საერთაშორისო ფედერაციების სტანდარტები დარბაზში მაყურებელთა დასაჯდომი ტრიბუნებისთვის (მათ შორის ოფიციალური ტექნიკური პერსონალის განთავსების ადგილი), სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა გასახდელებისა და სველი წერტილებისთვის საჭირო სივრცეები, კვების ობიექტებისთვის საჭირო ნორმები, მაყურებელთა განტვირთვის სქემები და სხვა. პროექტის მიხედვით, შენობა არის სიმეტრიული ფორმის ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია შესასვლელი ცენტრალური ვესტიბიული და მთავარი დარბაზი 8 მეტრის სიმაღლით.

ცენტრალური ვესტიბიულის მხრიდან მოეწყობა მაყურებელთა ცენტრალური ტრიბუნა, ასევე გვერდითა მხრიდან (ფარების უკანა სივრცეებში-2) დამატებითი ტრიბუნები, საერთო ტევადობით 1560 კაცზე. მთავარი დარბაზის გარშემო სიმეტრიულად, განთავსებულია ყველა საჭირო სათავსები, რომლებიც განათებული კორიდორებით უკავშირდება ერთმანეთს მათ შორის: ცენტრალური ვესტიბიული, სატრენაჟორო და კრივის დარბაზი თავისი გასახდელებით, ორი ძირითადი გასახდელი სპორტსმენებისთვის, კონფერენც დარბაზი თავისი დამხმარე ოთახებით, ინვენტარის შესანახი ოთახი, ოფიციალური პირებისა და მწვრთნელების დასასვენებელი ოთახები, ასევე საერთო დანიშნულების სველი წერტილები. დარბაზის ცენტრალურ ვესტიბიულში განლაგებულია კაფე თავისი ტექნოლოგიური ბლოკით, ვესტიბიულში ასევე განლაგებულია სპორტული ინვენტარის მაღაზიები. სპორტულ კომპლექსში გათვალისწინებულია ასპარეზობაში მონაწილე გუნდებისთვის სხვადასხვა - დამოუკიდებელი შესასვლელები.

დარბაზით სარგებლობა შეეძლებათ: მოკრივეებს, მოჭიდავეებს, სხვადასხვა სახეობის ორთაბრძოლის სპორტსმენებს. ასევე განთავსდება მულტი დარბაზი რომლითაც შესაძლებელი იქნება ისარგებლონ კალათბურთელებმა, მინი ფეხბურთის მოყვარულებმა და კიდევ სპორტის რამდენიმე სახეობის მიმდევრებმა. ეს იქნება ერთერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტი რომელიც რუსთავში განხორციელდება, ამის შესახებ "ინფო რუსთავთან" ქალაქის მერმა ისაუბრა.

სპორტსმენების გასახდელები უზრუნველყოფილი იქნება საშხაპეებითა და საპირფარეშოებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შესასვლელ ბაქანთან მოეწყობა პანდუსი. კაფე მოეწყობა ცენტრალური ვესტიბიულის სივრცეში, ხოლო ლაუნჯი მოეწყობა მე-2 სართულზე - კონფერენც დარბაზის ზევით. მათთვის გათვალისწინებული იქნება ცალკე შესასვლელები, რაც საშუალებას მისცემს მათ ცალკე მენეჯმენტის განვითარებაში. ადმინსტრაციული ბლოკისა და ტექ პერსონალის ოთახები განთავსდება მე-2 სართულზე. ცენტრალური ვესტიბიულის შესასვლელთან-მარჯვენა მხარეს განლაგებულია სალაროს ოთახები, ასევე აღნიშნულ სივრცეში განლაგებულია ორი მაღაზია და ე.წ. სწრაფი კვების დახლები.      

საბოლოო კონცეპტუალურ პროექტის მიხედვით გამოყენებულია საერთაშორისო ფედერაციების (მათ შორის FIBA, IHB, FIVB) სტანდარტები, რომლის შესაბამისად მოხდა სპორტსმენების გასახდელების, მწვრთნელების ოთახების, მსაჯების გასახდელებისა და ძირითადი დარბაზის გაბარიტებისა და დასაჯდომი ტრიბუნების მოწყობა. ძირითად სპორტულ დარბაზში მოხდება ხის საფარიანი იატაკის მოწყობა FIBA, IHB, FIVB საერთაშორისო ფედერაციების სტანდარტების მიხედვით, რომელშიც გამოყენებული იქნება კლიფს სისტემა.