ევროპაში ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინება სულ მცირე 6 თვითმფრინავზე მიიღეს

2026-11-03 18:30:16

ევროპის მასშტაბით 6 თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო სხვადასხვა ქალაქის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების შემდეგ ორი თვითმფრინავი პოლონეთში დაეშვა. მათგან ერთი დიდი ბრიტანეთიდან, ხოლო მეორე დანიიდან მიფრინავდა.

ასევე, ერთი თვითმფრინავი, რომელიც ისრაელიდან მიფრინავდა, შეტყობინების მიღების შემდეგ ბულგარეთში დაეშვა.

კიდევ ერთი თვითმფრინავი ესპანეთში, მურსიას აეროპორტში დაფრინდა.

2 თვითმფრინავი შემოწმდა რომის აეროპორტშიც.