1 გარდაცვლილი და 2 მოწამლული

2019-03-05 22:55:19

თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ინტოქსიკაცია მიიღო 2-მა ადამიანმა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პაციენტებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ, მათგან ერთერთი გონზე დროულად მოვიდა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს.