2019-03-01 19:40:48
გორში ბიძამ 13 წლის გოგონა სავარაუდოდ სექსუალურად შეავიწროვა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ბიძის მხრიდან, გარყვნილი ქმედებების შესახებ, სკოლის პედაგოგს უამბო.
აღნიშნული ფაქტი სკოლის ადმინისტრაციამ სამართალდამცვებსა და სოციალურ სამსახურს აცნობა.
პოლიციამ გოგონას ბიძის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება, 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.