ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.
კახა კალაძის განცხადებით, ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნი იქნება.
კალაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის შემდგომ გაძლიერებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ გიორგი ვოლსკი ახალშექმნილ თანამდებობაზე გადაინაცვლებს და ის პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი გახდება.