საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, ბიძგების სიძლიერემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.
ბიძგები თბილისის დროით 00:21 საათზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი, პირველადი მონაცემებით, აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
ბიძგები შეგრძნებადი იყო მოსახლეობისთვის.
ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.