ტიბისი ბანკის დამფუძნებლებს პარლამენტში უსმენენ

2019-03-04 13:18:09

მამუკა ხაზარაძე პარლამენტში სიტყვით გამოვიდა - "2018 წლიდან ჩვენთან შემოდის 4 უწყება, ჩვენ მივეცით ყველა ის დოკუმენტი რომელიც ჩვენ გვქონდა ბოლო 10 წლის მანძილზე, ამას ემთხვევა კიბერ შეტევა, ჩვენ მივაგენით იმ ლოკაციას საიდანაც იყო შემოტევა, ვიცით, მისამართი, ოთახი და ის ხალხი ვინც ზის კომპიუტერებთან. ეს არის სავარაუდოდ ის ოფისები საიდანაც ე.წ. ბოტები და ფაბრიკები იმართება, ეს ხდება თბილისში ცენტრალურ გამზირზე.

80 მილიონი თავის 17 მილიონიანად ჩაირიცხა ბანკის კაპიტალში, ჩვენ ეს დოკუმენტები მივაწოდეთ. მე ვუთხარი რომ ჩვენ ღია ვართ გამოძიებისთვის, ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, უბრალოდ გთხოვთ რომ იყოს დახურული პროცესები რადგან 19 იანვარს ვახდენდით ხელმოწერას ანაკლიის პროექტზე და არ ყოფილიყო ხელშეშლა. 31 დეკემბერს ბადრი დაიბარეს დაკითხვაზე, ხოლო 9 იანვარს კი პროკურატურამ გააკეთა განცხადება.

ეს არის ყველაზე მყარი საბანკო სისტემა და ვერ მოხდებოდა ფულის გათეთრება. ეროვნული ბანკი პირდაპირ გვაშანტაჟებდა მე და ბადრის. პირველი ჯარიმა მოვიდა 10 000 ლარზე, მე შევხვდი პრეზიდენტს და ვუთხარი რომ არ გადავიხდიდი. ამის შემდეგ უკვე ჯარიმა დაგვაკისრეს 1 000 000 ლარი და მოითხოვეს ჩვენი გადაყენება. მე მივედი და ვუთხარი ჩვენ მზად ვართ გადავდგეთ თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, მაგრამ მათ მითხრეს რომ თქვენ საბჭოდანაც უნდა წახვიდეთ. მე ვუთხარი კარგი, მაგრამ წერილი მოგვეცით რომ ფულის გათეთრება არ მომხდარა, სამწუხაროდ მივიღეთ პასუხი რომ ბანკი კი კარგია, მაგრამ მამუკას და ბადრის აქვს პრობლემები. ამის გამო ბანკის აქციონერებმა 200 მილიონი წააგეს. მე კიდევ ვეუბნები მომეცით წერილი რომ არ ყოფილა ფულის გათეთრება, მეორე დღეს ვოცაფით ვიღებ წერილს, სადაც წერია რომ: ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არანაირი კრიმინალური და ფულის გათეთრების პროცესს ადგილი არ ჰქონია საქმე ეხება ინტერესთა კონფლიქტს. მე ვეუბნები როგორ გამოვიყენო ეს წერილი, მათ მითხრეს რომ ამას გამოიყენებთ მხოლოდ თქვენს პარტნიორებთან. მე ვფიქრომ რომ ამას ქართულ ენაზე ჰქვია შანტაჟი. ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი. არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით ძალიან გავლენიანი ჩინოვნიკი მეუბნება რომ დაანგრევენ ჩვენს რეპუტაციას. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება.

მე ვაგრძელებ დავას ეროვნული ბანკისა და პროკურატურის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ რომ ის რაც ჩვენს წინააღმდეგ მოხდა არის უსამართლობა. მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მოვითხოვ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და ასევე მოვითხოვ რომ შეიქმნას აღნიშნული საკითხის შემსწავლელი კომისია."