ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ფოტო არ ასახავს რეალობას.