გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა, მთისძირი და მიმდებარე ტერიტორიაზე.
4 მარტს 10:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხატისოფელი, ვანათი, ზემო ბოლნისი, ფოლადაური, სამწვერისი და მიმდებარე სოფლებს.
4 მარტს 11:30-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, გუგუთი, ოროზმანი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებს.
4 მარტს 11:30-დან 18:30 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ასურეთი, ენაგეთი, კოდა, ბოგვი.
4 მარტს 10:00-დან 18:00 საათამდე წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბედიანი, დიდი კლდეისი და მიმდებარე ტერიტორიას.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.