ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე ინკასატორს თავს დაესხნენ.
შემთხვევა ლიბერთი ბანკის ტერიტორიაზე მოხდა.
უცნობმა პირებმა ინკასატორს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს როდესაც ის ბანკიდან გამოდიოდა.
არსებული ინფორმაციით მამაკაცი ფეხში დაჭრეს ხოლო თანხა გაიტაცეს.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 179 მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ."