2019-03-01 16:49:18
ინფო რუსთავის ექსკლუზიური ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით დღის 13:00 საათზე ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა.
ფაქტი ინფო რუსთავს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, სადაც განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ფონიჭალაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი ინფო რუსთავთან აცხადებს, მათთვის უცნობია სპეცოპერაციის საქმის დეტალები და ის თუ სად გადაიყვანეს და რა პირობებში არიან დაკავებულები.