2019-02-28 23:17:06
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში.
ადგილობრივების ინფორმაციით, "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, ავარიის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთერთის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია."