"მადას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა

2019-02-26 16:22:41

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს "მადაში" გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

"ინსპექტირებისას გამოვლინდა 9 კრიტიკული შეუსაბამობა - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები, კოროზირებული დანადგარები და სხვა" - აცხადენემ სეს-ში.

მათივე ინფორმაციით, შპს "მადა" საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.