სასამართლომ რუსთაველი მამაკაცები გაამართლა [video]

2019-02-25 20:19:31

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ავტომობილის კატალიზატორის ქურდობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული არჩილ ანთიძე და გოდერძი მახარაშვილი უდანაშაულოდ ცნო. [ვიდეო/video]

ბრალდებულები 9 თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში რუსთაველის 19 ნომერში, ბრალდებულის არჩილ ანთიძის საცხოვრებელ ბინასთან, რუსთავის პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ანთიძე და მისი მეგობარი მახარაშვილი დააკავეს. როგორც მოგვიანებით ბრალის წარდგენისას გაირკვა, პოლიცია დაკავებულებს, ანთიძის ეზოშივე, მისი მეზობლის ავტომობილიდან, ე.წ კატალიზატორის მოპარვის მცდელობას ედავებოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე, ორივე ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი ეჭვმიტანელებს 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

სასამართლოს დაწყებამდე ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.