აქცია რუსთავის სასამართლოსთან

2019-02-25 17:06:37

აქცია რუსთავის სასამართლო შენობასთან.

აქციის მონაწილეები ავტომობილის კატალიზატორის ქურდობის მცდელობის ფაქტის გამო არჩილ ანთიძის და გოდერძი მახარაშვილის დაკავებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფები უდანაშაულონი არიან და მათ ბრალი ვერ დაუმტკიცეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში რუსთაველის 19 ნომერში, ბრალდებულის არჩილ ანთიძის საცხოვრებელ ბინასთან, რუსთავის პოლიციის მე - 2 განყოფილების თანამშრომლებმა, ანთიძე და მისი მეგობარი მახარაშვილი დააკავეს. როგორც მოგვიანებით ბრალის წარდგენისას გაირკვა, პოლიცია დაკავებულებს, ანთიძის ეზოშივე, მისი მეზობლის ავტომობილიდან, ე.წ კატალიზატორის მოპარვის მცდელობას ედავებოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე, ორივე ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულები უკვე 9 თვეა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. გამოძიება ქურდობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს. ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილს სსკ 177-ე მუხლის მეორე ა  და მესამეს  ბ ნაწილის , ხოლო არჩილ ანთიძეს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ბ და დ ქვეპუნქტების მიხედვით აქვთ ბრალი წარდგეილი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეებს ქურდობის მცდელობისთვის 4-6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.